|
პირველადი ჯანდაცვის ცენტრი
ასოციაცია "გენეზისის" მიერ ხელვაჩაურის რაიონში 2001 წელს აეწყო და დღემდე ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც ემსახურება ორთაბათუმის სათემოს 9 სოფლის 10 500-მდე მცხოვრებს.
რეაბილიტაციის პროექტი
უცხოელი დონორების დაფინანსებით აეწყო და მუშაობს "გენეზისის" თბილისის და ორთაბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრები.
სამედიცინო პერსონალის პრაქტიკული მომზადების მიზნით, ასოციაცია "გენეზისში" პერიოდულად ჩამოდის შვეიცარელი პროფესორი, რეაბილიტოლოგი ბრიგიტა იანი, რომელიც აგრეთვე უფასო კონსულტაციებს უტარებს განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს.
მაღალკვალიფიციური პერსონალის საშუალებით სარეაბილიტაციო სერვისი მიეწოდება სხვადასხვა სახის პარეზით, ინსულტის შემდგომი, თავის ტვინისა და ხერხემლის ოპერაციის ან ტრავმის შემდგომი მდგომარეობებით, ცერებრული დამბლით და სხვადასხვა ორთოპედიული პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტებს.
სოფლის თემების კატასტროფებისათვის მზადყოფნის და გადაუდებელი რეაგირების პროგრამა
სოფლის თემების კატასტროფებისათვის მზადყოფნის და გადაუდებელი რეაგირების პროგრამა
გამომდინარე კატასტროფების მაღალი რისკებისა გენეზისი ახორციელებს პროექტს საქართველოს სამ რეგიონში: აჭარა (მეწყერების სიხშირე), შიდა ქართლი (შეიარაღებული კონფლიქტები), კახეთი (გახშირებული წყალდიდობები), რათა დაეხმაროს სოფლის მოსახლეობას დროულად და ადგილზევე მოახდინონ კატასტროფების შედეგების შესუსტება და ლიკვიდაცია, ადგილობრივი მოხალისეების დახმარებით, რომლებსაც ჩაუტარდებათ უფასო ტრეინინგები და აღიჭურვებიან სათანადო ხელსაწყოებით
შინ ზრუნვა
ასოციაცია "გენეზისი", როგორც შინმოვლის კოალიციის პარტნიორი ორგანიზაცია, აჭარაში ახორციელებს შინმოვლის პროექტს. ამჟამად პროექტის ფარგლებში სერვისი მიეწოდება 20 ბენეფიციარს, რომლებიც ხანდაზმულოპბის, ინვალიდობის თუ სხვადასხვა დაავადების გამო სხვაზე დაავადებულნი არიან გარკვეული დროის განმავლობაში ან მთელი ცხოვრების მანძილზე.
|