Logo The GENESIS Association English version
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

 

"გენეზისი"-ს ძირითადი მიზნები

ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირებასა და მდგრად, თვითდაფინანსებად სისტემაზე გადასვლისათვის ხელშეწყობა.

ქართულ საზოგადოებაში “ქველმოქმედების კულტურის" აღორძინება.

გენეზისის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

  1. თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი, არამომგებიანი სამედიცინო მომსახურების სტრუქტურების შექმნა და განვითარება;
  2. ჯანდაცვის სტრუქტურების ისეთი სადემონსტრაციო მოდელების შექმნა, რომლებსაც შეეძლებათ მდგრადი და თანმიმდევრული საქველმოქმედო საქმია- ნობის წარმოება;
  3. ჯანდაცვის მდგრადი, ხარჯთეფექტური, არამომგებიანი სისტემების ჩამოყალიბები- სათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა;
  4. მოსახლეობის უმრავლესობის გადახდის-უნარიანობაზე მორგებული ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის განვითარების შესაძლებლობათა კვლევა და სამოდელო პროექტების განხორციელება;
  5. საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების გათვითცნობიერება გადამდები და არაგადამდები დაავადებების შესახებ;
  6. ექიმებისა და დამხმარე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამებისა მიწოდება და თანამედროვე ლიტერატურით უზრუნველყოფა.
 

Copyright © 2001-2007 ასოციაცია "გენეზისი"