Logo The GENESIS Association English version
კლინიკები: ორთაბათუმის კლინიკა

 

პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ორთაბათუმში

ასოციაცია "გენეზისი"-ს პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მდებარეობს სოფელ ორთაბათუმში, ხელვაჩაურის რაიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, დასავლეთ საქართველოში თურქეთის საზღვართან.

ორთაბათუმის თემი: ხელვაჩაურის რეგიონში 9 სოფელია, 10.500 პოპულაციით. ორთაბათუმის პჯც-მა კლინიკური აქტივობის სახელმწიფო ლიცენზია 2001 წლის ნოემბერში მიიღო.

პჯც-ის სამედიცინო პერსონალი: პედიატრი, თერაპევტი, გინეკოლოგი, ექიმი-ლაბორანტი და ორი ექთანი.

ორთაბათუმის პირველად ჯანდაცვის ცენტრში პაციენტების მისვლას აძნელებს მძიმე კლიმატური პირობები. ორთაბათუმში, რომელიც განფენილია მაღალ მთებზე სუბტროპიკულ ზონაში (9 სოფელი), არ არის გზები, ოქტომბრის თვიდან მძიმე წვიმების სეზონი იწყება და პრაქტიკულად მოსახლეობა თითქმის მოწყვეტილია სამყაროს. მადლობას ვუხდით შვეიცარიელ დონორებს, რომლებმაც შემოგვწირეს სამხედრო მანქანა "პინცგაუერი", რომლის საშუალებითაც ჩვენი ექიმები მძიმე პაციენტებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევებში, სახლებში აკითხავენ.

გენეზისის მიერ ორთაბათუმის პჯც-სათვის ორგანიზებული საგანმანათლებლო სემინარები / კონსულტაციები

2000-2008 წლებში მოეწყო 9 საგანმანათლებლო სემინარი პირველადი ჯანდაცვის სფეროში აქტუალურ თემებზე. ამ საგანმანათლებლო სემინარების დროს ჩატარდა უფასო კონსულტაციები (200 პაციენტი).

დაიბეჭდა და ორთაბათუმის თემში გავრცელდა 13.200 ცალი ჯანდაცვითი საგანმანათლებლო ბროშურა 33 ჯანდაცვითი თემით.

ეს ბროშურები ვრცელდება არა მხოლოდ სემინარების და სპეციალურად მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებული სამედიცინო კონსულტაციების დროს, არამედ ყოველდღიურად. გენეზისის თანამშრომლები მათ თავიანთ პაციენტებში ავრცელებენ. ეს ბროშურები ორთაბათუმის თემში დიდი ინტერესით სარგებლობს. თემის წევრები ცენტრში ხშირად ბრუნდებიან რათა წაიღონ ბროშურები თავიანთი მეზობლებისათვის, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თავად ვერ ახერხებენ მისვლას ცენტრში (განსაკუთრებით მოხუცები და ინვალიდები).


მისამართი:“გენეზისის" პირველადი ჯანდაცვის ცენტრი
სოფ. ორთაბათუმი, ხელვაჩაურის რაიონი,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ტელ: 599 243528

 

Copyright © 2001-2012 ასოციაცია "გენეზისი"