|
ასოციაცია "გენეზისი"- ს და მისი დამფუძნებლების მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი:
ჯანმრთელობისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის. 01.1996-გრძელდება (დაფინანსებული დიაკონიშეს ვერკ, შვეიცარიის სააგენტო დახმარებისა და თანამშრომლობისათვის, ამჟამად ფინანსდება ლაიონს კლუბის მიერ
საქართველოს გაღატაკებული მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვითი მომსახურება და მათი სოციალური მხარდაჭერა. 10.2005-10.2008 (დაფინანსებული ნოვიბის მიერ)
შინ ზრუნვისა და სოციალური კომპონენტების განვითარება ხელვაჩაურის უმწეო მოსახლეობისათვის. 05.2006-05.2007 (დაფინანსებული კორდეიდის მიერ)
პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება - საქართველოს უკიდურესად გაღარიბებული მოსახლეობის საჭიროებებზე დაყრდნობით - პჯ ცენტრის ოპტიმიზაცია და განვითარება მათი პჯც ეროვნული პოლიტიკის შექმნაში 10.2003-09.2005(დაფინანსებული ნოვიბის მიერ)
თემის ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამა საქართველოს გაღატაკებული მოსახლეობისთვის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის აწყობა, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მიკრო მოდელის განვითარება. 07.2000-09.2003 (დაფინანსებული ნოვიბის მიერ)
ლაიონს კლუბის ჰუმანიტარული დახმარების პროექტი, 2002;
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგები ექიმებისთვის საქართველოს სხვადასხვა სტაციონალური და ამბულატორიული ჰოსპიტალებიდან 06.1999 - 03.2001 (დაფინანსებული დიაკონიშეს ვერკის მიერ)
პროგრამა - "Doctors on Wheels" - წინასწარ შერჩეულ ბავშვთა სახლებისათვის მობილურ სადიაგნოსტიკო-საკონსულტაციო და სამკურნალო სამედიცინო დახმარება; 05.1997-12.1998 (დაფინანსებული შვეიცარიის სააგენტო დახმარებისა და თანამშრომლობისათვის)
საქართველოს ტრავმატოლოგიური სამსახურის თაბაშირით უზრუნველყოფა- ასოციაცია "გენეზისი"-ს შუამავლობით. ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანული ორგანიზაციის Diakonisches Werk -ისგან მიიღო 150 ტონა თაბაშირი. აღნიშნული პროგრამის შესრულების მონიტორირებას აწარმოებდა ასოციაცია "გენეზისი", 01.1996-12.1999 (დაფინანსებული დიაკონიშეს ვერკის მიერ)
ვაქცინებისა და ანტიტოქსინის მომარაგება, განაწილება და მონიტორირება დიფტერიის ეპიდემიის დროს საქარტველოში, 1995
ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დიეტური საკვებით მომარაგება, 1993-1995
|