საქართველოს სარეაბილიტაციო ცენტრებსა და ინტერნატებში დაახლოებით 5500 ბავშვი იზრდება. 2500 ბავშვი ღია ცის ქვეშ მუშაობს ან/და ცხოვრობს. ასოციაცია “გენეზისი" მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 1000-მდე ბავშვს ეხმარება, მათ შორის რეგულარულ სამედიცინო მომსახურებას უწევს დაახლოებით 700 -მდე ბავშვს, რომლებიც ცხრა სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრში, საბავშვო სახლში ან ქუჩაში ცხოვრობენ. დამატებით 236 ბავშვი “გენეზისი"-საგან იღებს ნაკლებად რეგულარულ სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას.
გენეზისის პარტნიორი ბავშვთა დაწესებულებები:
თბილისი, #1 საბავშვო სახლი (დიდუბის რაიონი)
ახალგორის (შიდა ქართლის რეგიონი) საბავშვო სახლი
ბოდბის (სიღნაღი, კახეთის რეგიონი) სპეციალიზებული სკოლა-ინტერნატი
ასპინძის (სამცხე-ჯავახეთი) საბავშვო სახლი
ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრები თბილისში:
“ბეღურები" - არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო"
"ცისარტყელა" - დღის თავშესაფარი, “ბავშვი და გარემო"
მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი " მომავლის სახლი"
ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი "სათნოება"
მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი "ლამპიონი"
ბავშვების ცხოვრებიდან...
მძიმე ეკონომიური და სოციალური ფონი, ბავშვის უფლებათა დაცვის არასრულყოფილი მექანიზმი ქმნის ბავშვთა სახლებისა და ქუჩის ბავშვთა თავშესაფრების აღსაზრდელების ტრაგიკული ცხოვრების ისტორიებს.
თუნდაც:
ბავშვებს თქვენი თანადგომა სჭირდებათ
ასოციაცია "გენეზისი"-ს და სხვა ერთეული დონორების დახმარების მიუხედავად ბავშვთა სახლებში უამრავი ფინანსური, საყოფაცხოვრებო, კვების და განათლების პრობლემებია, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს აღსაზრდელთა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ხშირად კი ბავშვთა სიცოცხლის შესანარჩუნებლადაც.

|