პირველადი ჯანდაცვის ცენტრი თამარიანში
პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მდებარეობს სოფელ თამარიანში, ლაგოდეხის რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში აზერბაიჯანის საზღვართან.
თამარიანის თემი: ლაგოდეხის რაიონის 3 სოფელი (3.000 ადამიანი)
პჯც-ის სამედიცინო პერსონალი: პედიატრი, თერაპევტი, ქირურგი, გინეკოლოგი, ექიმი-ლაბორანტი და ორი ექთანი.
გენეზისის მიერ ლაგოდეხის პჯც-სათვის ორგანიზებული საგანმანათლებლო სემინარები / კონსულტაციები.
2000-2007 წლებში მოეწყო 9 საგანმანათლებლო სემინარი პირველადი ჯანდაცვის სფეროში აქტუალურ თემებზე. ამ საგანმანათლებლო სემინარების დროს ჩატარდა უფასო კონსულტაციები (200 პაციენტი).
დაიბეჭდა და გავრცელდა 12.860 ცალი ჯანდაცვითი საგანმანათლებლო ბროშურა, რომელმაც მოიცვა ჯანდაცვითი 10 თემა. ბროშურები გავრცელდა ლაგოდეხის თემში.
ეს ბროშურები არა მხოლოდ სემინარების და სპეციალურად მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებული სამედიცინო კონსულტაციების დროს ვრცელდება, არამედ ყოველდღიურად. გენეზისის თანამშრომლები ავრცელებენ მათ თავიანთ პაციენტებში. ეს ბროშურები დიდი ინტერესით სარგებლობს თამარიანის თემში. თემის წევრები ხშირად ბრუნდებიან ცენტრში რათა კიდევ წაიღოს ბროშურები თავიანთი მეზობლებისათვის, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თავად ვერ ახერხებენ მისვლას ცენტრში (განსაკუთრებით მოხუცები და ინვალიდები.