|
სიღნაღის რაიონის ბოდბის დამხმარე სკოლა-ინტერნატი აშენებულია 1960 წელს. შენობა გათვალისწინებულია 350 ბავშვზე. ამჟამად სკოლა-ინტერნატში ირიცხება 98 აღსაზრდელი.
სკოლა-ინტერნატი წარმოადგენს კახეთის რეგიონში ერთადერთ დაწესებულებას, სადაც სწავლობენ გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვები, ასევე მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და გაჭირვებული ოჯახის შვილები.
ამჟამად სკოლა-ინტერნატს ბევრი პრობლემა აქვს, რისი გადაჭრაც საკუთარი ძალებით და განათლების სამინისტროს მწირი დაფინანსებით ვერ ხერხდება.
შენობა საჭიროებს კაპიტალურ რემონტს, არა აქვთ რბილი და მაგარი ინვენტარი, საწოლები, თეთრეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა.
ბავშვთა სახლს ეხმარება ამერიკული ორგანიზაცია Treausres of the Heart Inc. ინტერნატს საჩუქრად გადაეცა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, ორი სარეცხი მანქანა, ორი საშრობი, მსუბუქი ავტომანქანა, დამხმარე მეურნეობისთვის შეუძინეს 21 სული ცხვარი. ამჟად ორგანიზაცია ახორციელებს წყლის სისტემისა და ელექტროქსელის რემონტს.
,,გენეზისი"-ს ინიციატივით ინტერნატში ტარდება პერიოდული ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო აქციები. შვეიცარიელი კერძო დონორის ურსულა გუილოდის ფინანსური მხარდაჭერით 2001 წლის ნოემბერში შეძენილი იქნა ფეხსაცმელები და შეშა აღსაზრდელებისათვის.
2002 წლის მარტში ბასელისა და შპიცის ლაიონს კლუბების (შვეიცარია) წარმომადგენლებმა ბავშვთა სახლის აღსარდელებს საჩუქრად გადასცეს თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
ინტერნატის ხელსაყრელი მდებარეობა, ლამაზი გარემო და კარგი კლიმატური პირობები, რაც დასვენებისათვის ბევრი საინტერესო იდეის განხორციელების შესაძლებლობას ქმნის. არის საშუალება დამხმარე მეურნეობის (ხე-ხილის ბაღი, მცირე ფერმა: ღორი, ცხვარი, ძროხა) და მცირე საწარმოს მოსაწყობად. ეს ორმხრივ სასარგებლო იქნება ინტერნატისათვის. ბავშვები დასაქმდებიან, შეისწავლიან შრომით ჩვევებს, მეორეს მხრივ შეიქმნება გარკვეული თვითდაფინანსების საფუძველი.
ბოდბის დამხმარე სკოლა-ინტერნატის მისამართი:
საქართველო, სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბე
დირექტორი: თემურ ბალარჯიშვილი
ტელ: 899 161855
|
ბოდბის დამხმარე სკოლა-ინტერნატი
საკლასო ოთახი
შენობის კედელი
სკოლა-ინტერნატის სამზარეულო.
სკოლა-ინტერნატის სამზარეულო.
ბოდბის სკოლა-ინტერნატის სამრეცხაო.
საძინებელი ოთახი
|