Logo The GENESIS Association English version
კლინიკები: თბილისის საქველმოქმედო კლინიკა

 
"გენეზისის" საქველმოქმედი კლინიკა

ასოციაცია "გენეზისის" საქველმოქმედო კლინიკა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისის დიდუბის რაიონში, სამიზნე ჯგუფს სთავაზობს ექიმთა კონსულტაციებს, პირველად გადაუდებელ დახმარებას, დიაგნოსტიკურ, სრულ ამბულატორიულ, ქირურგიულ და გინეკოლოგიურ მომსახურებას.

“გენეზისის" საქველმოქმედო სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქუჩის ბავშვები და ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრების აღსაზრდელები (1000-მდე ბავშვი), რომელთაც კლინიკა ემსახურება უფასოდ. კლინიკა ასევე ემსახურება რაიონის მოსახლეობას, რომელთა სამედიცინო მომსახურების საფასური წარმოადგენს თვითდაფინანსებისა და კლინიკის მომავალი მდგრადობის კომპონენტს.

კლინიკა "გენეზისი" - აღჭურვილია და ფუნქციონირებს გერმანული, ჰოლანდიური და შვეიცარული ორგანიზაციების მხარდაჭერით

კლინიკა “გენეზისი" - გთავაზობთ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებას:

  • ოჯახის ექიმის, თერაპევტის, კარდიოლოგის კონსულტაცია;
  • პედიატრის კონსულტაცია;
  • გინეკოლოგის კონსულტაცია, ამბულატო-რიული გინეკოლოგიური პროცედურები და ოპერაციები;
  • უროლოგის კონსულტაცია;
  • ქირურგის კონსულტაცია, ყველა სახის ამბულატორიულ ქირურგიული მანიპულაცია და ოპერაცია.

კლინიკა "გენეზისი"-ს დღის სტაციონარში კომფორტულ და ზედმიწევნით ჰიგიენურ პირობებში დღის განმავლობაში უზრუნ-ველვყოფთ გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო დახმარებას.

კლინიკა "გენეზისი" აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო ინსტრუმენ-ტული და ლაბორატორიული ბაზით. თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ:

  • შინაგანი ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევა;
  • ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ);
  • ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი.

სიახლე:

ბიოქიმიური ლაბორატორიული კვლევის თანამედროვე მეთოდი - სისხლის აღება თითიდან და პასუხი რამოდენიმე წუთში.

კლინიკა “გენეზისში" - თქვენ, აგრეთვე, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფიზიოთერაპიული მკურნალობა.

კლინიკა “გენეზისი" საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას ბინაზე:

  • ყველა სახის სამედიცინო კონსულტაციას;
  • ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის მკურნალობას;
  • საექთნო სამსახურს;
  • ელექტროკარდიოგრაფიას;
  • ლაბორატორიულ გამოკვლევებს.

კლინიკა "გენეზისი" თბილისში იყენებს ფაგო-თერაპიას შემდეგი პათოლოგიების შემთხვევაში:

  • მწვავე და ქრონიკული გარე ყურის ანთება
  • მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ნაზოფარინგიტი
  • აბსცესი
  • ფლეგმონა
  • ჩირქოვქნი და გრანულაციური ჭრილობები
  • ინფიცირებული დამწვრობა
  • დისბაქტერიოზი, დისბიოზი
  • ურეთრიტი, ბალანიტი, პროსტატიტი
  • კონიუქტივიტი
  • ფურუნკულოზი
  • გავა-კუდუსუნუს კისტა (დერმოიდული კისტა)
  • პარარექტალური ფისტულა
  • ტროპიკული წყლული (დიაბეტური)
  • პლევრალური აბსცესი
  • ფაღარათით მიმდინარე ინფექციური დაავადებები

ფაგო-თერაპია მიმდინარეობს 5-15 დღე

კლინიკა "გენეზისის" მისამართი:
თბილისი, 0154, ზუგდიდის ქ. 3
ტელ: 911922, 353097, 356357


ასოციაცია "გენეზისის" ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაციის და სამკურნალო-პროფილაქტიკური განყოფილება გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
  • ექიმი-რეაბილიტოლოგის კონსულტაცია
  • ზოგადი და ადგილობრივი მასაჟი
  • მასაჟი შესაბამის სამკურნალო ფიზკილტურის კომპლექსთან ერთად
  • სქოლიოზის კომპლექსი
  • ბავშვთა ცერებრული დამბლის თერაპიული კურსი (მასაჟი, წერტილოვანი თერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა)
  • გამაჯანსაღებელი კურსი

ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაციის და სამკურნალო-პროფილაქტიკური განყოფილება მისამართი:
თბილისი, 0154, ზუგდიდის ქ. 3, მე-2 სართული
ტელ: 943148, 348951


ორთაბათუმის
პირველადი ჯანდაცვის ცენტრი / კლინიკა

თამარიანის
პირველადი ჯანდაცვის ცენტრი / კლინიკა

 

Copyright © 2006 ასოციაცია "გენეზისი"