Logo The GENESIS Association English version
ახალგორის ობოლ და მშობელთა ზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლი

 

ახალგორის ბავშვთა სახლი, რომელიც მდებარეობს დაბის ტერიტორიაზე, ფუნქციონირებს 1932 წლიდან. ახალ შენობაში გადავიდა 1988 წლიდან. 1998 წელს ქალბატონ შვეიცარიის მოქალაქის ირის ბიდერის ინიციატივით განხორციელდა შენობის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია. შენობა გათვალისწინებულია 100 ბავშვზე.

ბავშვთა კონტიგენტი შედგება ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისაგან. ამჟამად ბავშვთა სახლში იმყოფება 75 ბავშვი.

ბავშვთა სახლს ექსპლოატაციაში შესვლის დღიდან (1988წ.) არ ჩატარებია კაპიტალური რემონტი. მწირი დაფინანსების გამო პრობლემები აქვთ რბილი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული) და მაგარი ინვენტარის შეძენაში.

ერთ ბავშვზე სახელმწიფო დაფინანსებით კვების დღიური ხარჯი (3 ჯერდი კვება) შეადგენს 1,8 ლარს. დამატებით ბავშვთა სახლებს ორგანიზაცია ჭFP ამარაგებს ფქვილით და ზეთით.

რბილი ინვენტარისათვის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული.) სახელმწიფო გამოყოფს თვეში 8 ლარს ერთ ბავშვზე, ხოლო მედიკამენტებისთვის - 1,3 ლარს. მცირეა ხარჯთაღრიცხვით/ ბიუჯეტით გამოყოფილი კომუნალური და საოფისე თანხები.

ბავშვთა სახლი პრობლემების გადაწყვეტას ძირითადად ახორციელებს ჰუმანიტარული და საქველმოქმედო დახმარების ხარჯზე. ინდივიდუალური დონორების ირის და პიტერ ბიდერების (შვეიცარია) და დანიური ჰუმანიტარული ორგანიზაციის "კარიტასი-ს" (კრისტიან სალბი) დახმარებით საბავშვო სახლი უზრუნველყოფილია სასმელი და ტექნიკური წყლით, აქვთ საშხაპეები, სამრეცხაო, ტუალეტები.

2002 წლის მარტში ბასელისა და შპიცის ლაიონს კლუბების (შვეიცარია) წარმომადგენლებმა ბავშვთა სახლის აღსარდელებს საჩუქრად გადასცეს თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

ბავშვთა სახლში ფუნქციონირებს ხეზე კვეთის წრე, სადაც ბავშვები ეუფლებიან ძველი ქართული ჩუქურთმის ხელოვნებას.

ბავშვთა სახლში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რელიგიურ აღზრდას. ნიქოს ცხინვალის ეპარქიის მთავარეპისქოპოსის თაოსნობით ბავშვთა სახლში ჩამოყალიბდა გოგონების საეკლესიო გუნდი და მოეწყო სამლოცველო ოთახი, სადაც ყოველ პარასკევს ტარდება პარაკლისი.

ბავშვთა სახლს გააჩნია დამხმარე მეუნეობა 0,7 ჰექტარი საბოსტნე ნაკვეთით, სადაც ბავშვებს მოყავთ ბოსტნეული.

სასურველია შესაძლებლობის შემთხვევაში ბავშვთა სახლს Hქონდეს დამხმარე მეურნეობა რძისა და თაფლის საწარმოებლად, რის შესაძლებლობასაც ბუნებრივი პირობები ქმნის. ეს დაეხმარებოდა აღსაზრდელებს შრომითი ჩვევების გამომუშავებაში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა კვების ხარისხს.

ახალგორის ბავშვთა სახლის მისამართი:
საქართველო, 383090, ახალგორი, 9 აპრილის ქ. #8
დირექტორი: ოლია მწითური.
ტელ: (8242) 3-23-82, (8242) 3-24-94
მობილური ტელ: 899 913345

ახალგორის ბავშთა სახლი

large photo საკლასო ოთახი

ახალგორის ბავშთა სახლის სასდილო

ახალგორის ბავშთა სახლის სამზარეულო

შრომის გაკვეთილი

 

Copyright © 2001-2003 ასოციაცია "გენეზისი"